ბიზნესის განვითარების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Dressup Group
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
„დრესაპ ჯგუფი“ 30 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და  სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის (Business Development Manager) პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში.  

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება; 
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • „ფიტპასის“ მომსახურება; 
  • კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.

სამუშაოს აღწერა:
თქვენ იქნებით კომპანიის როგორც უცხოელი ასევე, ადგილობრივი პარტნიორების  მთავარი საკონტაქო პირი.  თქვენი ძირითადი მოვალეობააა კომპანიისა და პარტნიორების ერთობლივი სტრატეგიული მიზნების მიღწევაზე ზრუნვა.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
  • არსებულ და პოტენციურ  პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია კომერციულ,  ორგანიზაციულ თუ  კომპანიისთვის საჭიროს სხვა  საკითხებზე ;
  • მიმდინარე პარტნიორული ურთიერთობის და კომერციული პირობების გაუმჯობესაბაზე მუდმივი ზრუნვა;
  • ახალი ბრენდ პარტნიორების იდენტიფიცირება არსებული ბაზრისა და ტრენდების ანალიზის საფუძველზე, კომპანიის ბრენდ პორტფელის გაფართოების მიზნით;
  • პარტნიორებთან სამუშაო პროცესში და მოლაპარაკებებში აქტიური მონაწილეობა, სასურველი ურთიერთანამშრომლობის პირობებისა და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების მიზნით;
  • საჭიროების შემთხვევაში პარტნიორებთან საზღვარგარეთ ვიზიტი და პარტნიორების საქართველოში ვიზიტისას მათი მხარდაჭერა;
  • პარტნიორული ურთიერთობების შედეგიანობის და ეფექტურობის რეგულარული ანალიზი და გაუმჯობესების გზების ინიცირება;
  • კომპანიის მენეჯმენტთან რეგულარული კომუნიკაცია და ანგარიშგება მიმდინარე საკითხების სტატუსებსა და პროგრესზე.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • სასურველია კომპანიის ფინანსური მენეჯმენტის პრინციპების კარგად ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • მოდის და/ან საცალო ინდუსტრიის სპეციფიკის ცოდნა;
  • ძლიერი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი როგორც მშობლიურ, ისე უცხო ენებზე;
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა და დიპლომატიურობა;
  •  მოლაპარაკების წარმოების ძლიერი უნარი;
  • ახალი და გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარების უნარი;
  • პრეზენტაციის გაკათების და მოლაპარაკების წაყვანის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: career@dressup.ge  2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - “ბიზნესის განვითარების მენეჯერი“.  
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გისურვებთ წარმატებას! 

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 
"დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.