დირექტორი

თბილისი სრული განაკვეთი სოლვერი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
TOP მენეჯმენტი: გენერალური დირექტორი/დირექტორი
კომპანია „სოლვერი“   უზრუნველყოფს გათბობა-გაგრილების,  ვენტილაციისა და წყალმომარაგების სიტემების ტექნიკურ მომსახურებას, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე, კომერციული და ინდუსტრიული  ტიპის დანადგარებზე.  კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://www.solvery.ge/ 
კომპანია "სოლვერი" აცხადებს ვაკანსიას  დირექტორის პოზიციაზე.

ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა:1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა:19/10/2024
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: კომპანიის განვითარების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება და აღსრულება

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • კომპანიის განვითარების სტრატეგიის და გეგმის შემუშავება;
  • ორგანიზაციის სტრუქტურის და სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია;
  • შტატის დაკომპლექტება, თანამშრომლების საქმიანობის შეფასება;
  • ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება;
  • დადგენილი პროცესების და რეგლამენტების შესრულების კონტროლი;
  • მომსახურების გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი  განათლება ;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის  მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების (რუსული, ინგლისური) პროფესიულ დონეზე ფლობა.

სამუშაო პირობები:   
  • სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშ-პარ ჩათვლით; 
  • ანაზღაურება:   კვალიფიკაციის შესაბამისად; 
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალის  ქ. #51;  “სოლვერის” სათაო ოფისი;

სოციალური პაკეტი:  
  • ჯანმრთელობის დაზღვევა 
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • კვებით უზრუნველყოფა;
  • ავანსით სარგებლობის შესაძლებლობა (სურვილის შემთხვევაში)

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით. 
ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად

საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;  

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია სოლვერის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.  
  
შენიშვნა:
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.  
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე

დასაქმებულის უფლებები: 
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით,  კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე  დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.  

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.