დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი ელთ ბილდინგი
მივლინება: არა ხელფასი: 2300 - 3000
ენები: ინგლისური, რუსული
დასუფთავება: დამლაგებელი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,ელთ ბილდინგი“ და მასში შემავალი მრავალფუნქციური სასტუმროს ტიპის კომპლექსი “La Quinta by Wyndham” და “Wyn” რეზიდენსი, 100–ზე მეტი სასტუმროს ნომრითა და 1000 მდე პრემიუმ და პლატინუმ კლასის აპარტამენტით, რომელსაც მართავს საერთაშორისო გუნდი ‘’River Rock Hotels and Resorts’’ აცხადებს ვაკანსიას  დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული (კვირაში 40სთ)
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: 2300 ლარიდან 3000 ლარამდე

ძირითადი მოვალეობები: 
  • სასტუმროს/აპარტამენტების ოთახების დასუფთავების/ სამრეცხაოს, ნომრების სისუფთავის, თეთრეულის, აღჭურვილობების, სტუმრების მოთხოვნებისა და ტექნიკური დეპარტამენტისთვის სამუშაოების შეკვეთების განხორციელება. 
  • სასტუმროს სრული დასუფთავება მომზადებული გეგმის შესაბამისად;
  • დასუფთავების დეპარტამენტისა და სამრეცხაოს მუშაობის ორგანიზება;
  • სასტუმროს/აპარტამენტების ინსპექტირება;
  • დასუფთავების და სამრეცხაო დეპარტამენტთან წარმოქმნილ სტუმართა მიერ საჩივრების ეფექტური განხილვა;
  • კოორდინირებული მუშაობა სხვა დეპარტამენტებთან და ინფორმაციის მიწოდება გენერალურ მენეჯერთან;
  • სტუმარზე მორგებული სტანდარტებისა და პროცედურების შექმნა-დანერგვა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების ყოველდღიური სამუშაო განრიგის შედგენა.

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები : 
  • სასურველია  ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • მოქნილობა და ოპერატიულობა.
  • უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ცონდა საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია;  

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ფიზიკურად შრომის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა ;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@eltbg.com  სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!