"თქვენი მშენებელი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ბაზრის ტენდენციების, მომხმარებელთა საჭიროებებისა და კონკურენტების ანალიზი შემოსავლების ზრდისა და ბაზრის გაფართოების შესაძლებლობების დასადგენად.
- გაყიდვების გეგმისა და სტრატეგიების შემუშავება. შესრულებისა და შედეგების კონტროლი და რეგულარული უკუკავშირი გუნდის წევრებთან.
- პროდუქციის/მომსახურების შეთავაზება, მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
- პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა, უძრავი და მოძრავი ქონების / მომსახურების შეთავაზება;
- მონაცემთა ანალიტიკა და გაყიდვების პროგნოზირება.
- ინდუსტრიის განვითარების, ბაზრის ტენდენციებისა და გაყიდვების მენეჯმენტის საუკეთესო პრაქტიკის გაანალიზება გაყიდვების ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით
- ბრენდის ცნობადობაზე ზრუნვა.
- კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი, ბაზრის მონაცემების ანალიზის, ტენდენციების იდენტიფიცირებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების უნარი.
- პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
- ლიდერობა და გუნდის მოტივაცია.პასუხისმგებლობის გათავისება.
- გაყიდვების სტრატეგიების, პროცესებისა და სისტემების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება.
- ძლიერი მოლაპარაკების და კომუნიკაციის უნარი.
- უცხო ენის ცოდნა (სავალდებულოა).
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Mshenebeli020@gmail.com, ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 571419050და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე.