მცხობელი

თბილისი სრული განაკვეთი The Biltmore Hotel Tbilisi
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მცხობელი
სასტუმროს ექვსი დახვეწილი რესტორანი და ბარი გააჩნია, მათ შორის სასტუმროს ყველაზე მაღალ წერტილზე განთავსებული რესტორანი - „ზიმი“. „ბილტმორ თბილისი“ იდეალური სივრცეა კორპორაციული ღონისძიებების, საქმიანი შეხვედრების, კონფერენციების, გამოფენებისა და დაუვიწყარი ქორწილების ჩატარებისთვის. 
სასტუმრო "ბილტმორ თბილისი"  აცხადებს ვაკანსიას მცხობელის  პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • არსებული რეცეპტურის და სტანდარტის მიხედვით ცომეულის მომზადება 
  • პურებისა და სხვა ცომეული ნაწარმის გამოცხობა;
  • პროდუქციის იერსახისა და ხარისხის კონტროლი;
  •  ვადების და სასაწყობე მარაგების კონტროლი 
  • საცხობის მაცივრების, დანადგარებისა და ღუმელების სისუფთავის უზრუნველყოფა 
  • დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი  
  • ჰიგიენის ნორმების დაცვა  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • გუნდური მუშაობის უნარი;  
  • მსგავსი მიმართულებით პროფესიული განათლება (ჩაითვლება უპირატესობად); 
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ    რეზიუმე 30 ოქტომბრამდე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე :  careers.bhtg@biltmorecollection.com სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.