კრიპტო ოპერაციების მხარდაჭერის სპეციალისტი
2xP PRIORITY Bitnet
თარიღები: 19 სექ - 17 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული ინგლისური
ადმინისტრაცია:  მონაცემთა დამუშავების ოპერატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@bitnet.ge

კრიპტო კომპანია ბიტნეტი ეძებს აქტიურ და მოტივირებულ კადრებს, რომლებიც ჩაერთვებიან კრიპტო ოპერაციების მართვასა და მხარდაჭერაში.

ცხადდება ვაკანსია კრიპტო ოპერაციების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე


მოვალეობები:

  • კრიპტო ტრანზაქციების მართვა და მონიტორინგი
  • ოპერაციების რეპორტების მომზადება და ჩაბარება
  • ტრანზაქციული პროცესების ეფექტურობის გაუმჯობესება
  • მომხმარებელთა კონსულტაცია და მხარდაჭერა კრიპტო ტრანზაქციებთან დაკავშირებით


სამუშაო პირობები:

მცოცავი გრაფიკი

1 თვიანი სტაჟირება ანაზღაურების გარეშე

სტაჟირების შემდეგ: 1-დან 3 თვემდე ანაზღაურება 600 ლარი

შტატში ჩასმის შემდეგ: 1200-1500 ლარამდე (შეფასების მიხედვით)


მოთხოვნები:

  • კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის საბაზისო ცოდნა (სასურველია)
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ
  • გუნდური მუშაობის უნარი და კომუნიკაციური კომპეტენციები


თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ  ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@bitnet.ge