შესყიდვების სპეციალისტი
თარიღები: 18 სექ - 17 ოქტ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 3500
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური თურქული
შესყიდვები:  შესყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@tempoholding.ge

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია Tempo Holding-ში!

დეველოპერული კომპანია Tempo Holding სამშენებლო ბაზარზე პროექტით “Queen’s Residence“ წარსდგა. ჩვენი განვითარების გეგმა ითვალისწინებს უახლოეს მომავალში დამატებით რამდენიმე უნიკალური კონცეფციის მქონე პროექტის ინიცირებას და დანერგვას.

ჩვენ გვჯერა, რომ წარმატების წყარო მოძრაობა და ევოლუციაა. ეს მუდმივად გვიბიძგებს ვეძებოთ განვითარების საუკეთესო გზები. ჩვენთვის პროგრესი ნიშნავს მუდმივი სრულყოფილების გზაზე სვლას, რაც იძლევა გარანტიას, რომ ინოვაციების სფეროში Tempo Holding ყოველთვის ლიდერი იქნება. 

ინოვაციები გვაძლევს გარანტიას, რომ Tempo Holding-ს აქვს არა მხოლოდ ადაპტაციის, არამედ მომავლის ფორმირების უნარიც. ჩვენ ვაქცევთ იდეას იმ რეალობად, რომელშიც ცხოვრების წესი იქნება განახლებული და გაუმჯობესებული. 

 

Tempo Holding აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შესყიდვების სპეციალისტი.

 

ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიაში მოთხოვნილი მასალების/პროდუქციის განხილვა, ანალიზი, დეტალური შესწავლა და შესყიდვის გეგმა გრაფიკის მომზადება;
  • შესყიდვების პროცესის მართვა: პროდუქციის შესყიდვის დაგეგმვა, ფასთა კვლევა და კომპანიისთვის მომგებიანი პოტენციური მომწოდებლების მოძიება;
  • ახალი და არსებული მომწოდებლების ინფორმაციის ბაზის წარმოება და პერიოდულობით განახლება;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და აქტიური კომუნიკაცია;
  • მომწოდებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
  • მომწოდებლებთან ანგარიშსწორების მიზნით ბუღალტერიისათვის სათანადო დოკუმენტაციის მიწოდება;
  • შესასყიდი პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
  • მომმარაგებელთან კომუნიკაცია, ლოჯისტიკის საკითხების მოგვარება და პროდუქციის მიღების პროცესის მონიტორინგი;
  • პროექტში ჩართულ სპეციალისტებთან და გუნდის წევრებთან ერთად პროექტის დამუშავება, საჭიროებების განსაზღვრა და აქტიური თანამშრომლობა;
  • პროექტთან დაკავშირებული და შესყიდვების პროცესის გამართული მუშაობისთვის საჭირო სხვა დავალებების შესრულება;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა ;
  • ინგლისური და თურქული ენების ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი;
  • გამართული მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური უნარი;
  • დავალების განსაზღვრულ ვადებში შესრულების უნარი;
  • დეტალებისადმი ყურადღება და პრობლემების გადაჭრის უნარები;
  • კონფიდენციალურობისა და პროფესიონალიზმის დაცვის უნარი;

 

სამუშაო საათები:

ორშაბათი - პარასკევი: 10:00-19:00

ანაზღაურება: 3500 ლარი.

სამუშაო ადგილი: ბათუმი.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: info@tempoholding.ge