ბეტონის ქარხნის ოპერატორი
თარიღები: 18 სექ - 16 ოქტ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება:  ქვა/ბეტონი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@cement.ge
ახალი ჰანიველ ცემენტი ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯიასგან საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში, ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰანიველ ცემენტი  ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.  

ახალი ჰანიველ ცემენტი ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯიასგან აცხადებს ვაკანსიას ბეტონის ქარხნის ოპერატორის პოზიციაზე ბათუმში, ბეტონის მწარმოებელ ქარხანაში.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი 
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 6 დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ბეტონის წარმოების პროცესის მართვა და ზედამხედველობა.
  • ნედლეულის  მარაგების კონტროლი (ინერტული მასალა, ცემენტი, დანამატი).
  • ბეტონმზიდების განაწილება ობიექტების მიხედვით.
  • ქარხნის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება, მოვლა და სისუფთავის დაცვა.
  • წარმოების პროცესის დასრულების შემდეგ ქარხნის გასუფთავება ბეტონის ნარჩენებისაგან.
  • კომპანიის შიდა დადგენილებებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო მიმართულება.
  • მსგავს პოზიციაზე ან წარმოების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
  • სასურველია პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

არსებული ბენეფიტები:
  • ტრენინგები სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად
  • ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა საუკეთესო  პირობებით
  • კორპორატიული ნომრით სარგებლობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი CV ელ.მისამართზე: vacancy@cement.ge ან მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ქარხნის ოპერატორი (ბათუმი).
გისურვებთ წარმატებას!

 თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით. 
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე. 
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.  
ჰანიველ ცემენტი  კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. 
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.