Brunch By Gastronome, -ის გუნდში ვეძებთ თანამშრომელს ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- ასორტიმენტის მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა
- მომხმარებლების კონსულტაცია
- ყავის სხვადასხვა სახეობების მომზადება
- ფრეშების სხვადასხვა სახეობების მომზადება
- მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა
- ონლაინ მიღებული შეკვეთის მომზადება
- სამუშაო სივრცეში მუდმივი წესრიგის კონტროლი
- ყავის და ფრეშის აპარატის მოვლა ინსტრუქციის შესაბამისად და ჰიგიენური ნოემრბის დაცვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე
- სავალდებულოა ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
- კომუნიკაციის გამორჩეული უნარი
ანაზღაურება: 1000 ლარი ( სამი თვის შემდეგ ბონუსი )
ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად.
სტაჟირება : 1 კვირა ( ანაზღაურებადი)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი)
დასვენების დღეები : კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე
5 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე:
vacancy@gastronome.ge სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ „ შპს გასტრონომ ბრანჩი „ შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.