შეფ-მზარეული
2xP PRIORITY Brunch by Gastronome
თარიღები: 17 სექ - 16 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 4500
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  შეფ-მზარეული
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@gastronome.ge
GASTRONOME GROUP- ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით,  კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი Brunch By Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს.
ვებგვერდზე: https://gastronome.ge/  
Facebook: https://www.facebook.com/brunchbygastronome/
Instagram: https://www.instagram.com/gastronome_georgia/

Brunch By Gastronome -ის  გუნდში ვეძებთ თანამშრომელს  შეფ-მზარეულის  პოზიციაზე 

ძირითადი მოვალეობები:
  • სამზარეულოშო პროდუქციის წარმოების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა
  • კერძების დასამზადებლად საჭირო ნედლეულის შეკვეთა
  • მიღებული ნედლეულის ვიზუალური შემოწმება და ხარისხის კონტროლი
  • სტანდარტებისა და ტექნოლოგიების მიხედვით კერძების  მომზადების პროცესის მართვა
  • რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური პროცესების დაცვის კონტროლი
  • კერძის მომზადებისას დადგენილი კალკულაციების დაცვა
  • კერძებისა და სასმელების ტექნოლოგიური ბარათების შექმნა
  • ახალი რეცეპტურების შემუშავება და ტექნოლოგიური პროცესის გაწერა
  • მზა პროდუქტის ხარისხის, ვიზუალური მხარის შემოწმება და დეგუსტაცია
  • პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებების და ვადების კონტროლი
  • რეცეპტურის ზედმიწევნით ზუსტად დაცვის კონტროლი
  • სამზარეულოს მუშაობის ხარისხის კონტროლი
  • დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სამუშაო ინვენტარის (თავსაბურავი, ხელთათმანი, წინსაფარი და ა.შ) ტარების კონტროლი
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და მათთვის დღიური საქმიანობის ოპტიმალური გადანაწილება 
  • დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ საწარმოო ინვენტარისა და დანადგარების სწორად გამოყენების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია,  მსგავს პოზიციაზე  მინიმუმ 3წლიანი სამუშაო გამოცდილება 
  • უპირატესობა მიენიჭება ევროპულ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილებას
  • სასურველია,  განათლება კვების ინდუსტრიის მიმართლებით
  • გუნდის მართვის და საქმის დელეგირების უნარი
  • Ms Office: excel -ის ცოდნა

ანაზღაურება: 4500 ლარიდან
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი)
დასვენების დღეები : კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: კომპანიის დაფინანსებით

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 5 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge 
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს! 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ  „შპს გასტრონომ ბრანჩი„ შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.