ლოჯისტიკის სპეციალისტი
თარიღები: 17 სექ - 16 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@niksholding.com
„ნიკს ჰოლდინგ“ აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.
„ნიკს ჰოლდინგ“ გახლავთ მზარდი, შედეგზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ოპერირებს ინვესტიციებისა და ვაჭრობის მიმართულებით ექვსი განსხვავებული ბრენდით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 

კომპანია სამუშაოდ იწვევს ახალ კურსდამთავრებულებს, ასევე კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ ახალგაზრდებს.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კავსაძის #3;
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ;
ანაზღაურება: შეთანხმებით.

ფუნქცია მოვალეობები:
  • დამკვეთებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდება. 
  • ტვირთვისთვის სატრანსპორტო კომპანიებისა და გარე მომწოდებლების შერჩევა.
  • პროდუქციის გადაზიდვის ორგანიზება, მიწოდების ვადების კონტროლი.
  • ტვირთის გადაადგილების კონტროლი განბაჟებამდე.
  • მომწოდებლების მიერ შეთანხმებული პირობების შესრულების შესრულებისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი.
  • გადაზიდვების ეფექტური, შეუფერხებელი ორგანიზება და განხორციელება.
  • ინვოისების გამოწერა/ატვირთვა.
  • დეტალების დროული მიწოდება შესაბამის დეპარტამენტთან.
  • დოკუმენტაციის მენეჯმენტი, ანგარიშგება.
  • სამართლებრივი რეგულაციების დაცვა.

ძირითადი უნარები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა.

კომპანია  გთავაზობთ:
  • შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე შესწავლას;
  • კარიერული წინსვლის და დაწინაურების შესაძლებლობას;
  • კორპორაციულ  ნომერს (სასაუბრო დრო და ინტერნეტი);
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე hr@niksholding.com და სათაურის ველში, მიუთითეთ ლოჯისტიკის სპეციალისტი,  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ,
კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში
შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი
დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური
მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი
თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებებს!