ლოჯისტიკის გაყიდვების მენეჯერი
თარიღები: 17 სექ - 16 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: რუსული ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@niksholding.com
„ნიკს ჰოლდინგ“ აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

„ნიკს ჰოლდინგ“ გახლავთ მზარდი, შედეგზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ოპერირებს ინვესტიციებისა და ვაჭრობის მიმართულებით ექვსი განსხვავებული ბრენდით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 

ძირითადი პირობები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ლ.კავსაძის 3;
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის ბაზიდან პოტენციური კლიენტების მოძიების მიზნით სატელეფონო ზარების განხორციელება ადგილობრივ კომპანიებთან;
  • შეკვეთის მიღება და კლიენტების ბაზაში გაფორმება;
  • შეხვედრების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში დასწრება;
  • შეკვეთის დასრულებამდე კლიენტებთან კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
  • გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ და ექსპორტიორ კომპანიებთან.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სავალდებულოა ლოჯისტიკურ სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
  • CRM და BIA ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უცხო ენები : ინგლისური , რუსული.

ძირითადი უნარები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

კომპანია  გთავაზობთ:
  • კარიერული წინსვლის და დაწინაურების შესაძლებლობას;
  • კორპორაციულ  ნომერს (სასაუბრო დრო და ინტერნეტი);
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე hr@niksholding.com და სათაურის ველში, მიუთითეთ ლოჯისტიკის გაყიდვების მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!