საუზმის მზარეული
2xP PRIORITY Clocks Hotel
თარიღები: 18 სექ - 10 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  მზარეული
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@chm.ge
CLOCKS HOTEL აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე. 

CLOCKS HOTEL Tbilisi გახლავთ 65 ნომრიანი, 4 ვარსკვლავიანი  სასტუმრო თბილისის ისტორიულ უბანში. სასტუმროში დანერგილია საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტები და პრაქტიკები, მათ შორის, შენობის გეგმარების, უსაფრთხოებისა და  მენეჯმენტის ნაწილში. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და გამორჩეულია განსაკუთრებული კონცეფციითა და დახვეწილი დიზაინით.
სამუშაო ადგილი: თბილისი

პოზიციის როლი და პასუხისმგებლობა:
  • ევროპული და ქართული კერძების ცოდნა;
  • კერძების მომზადებისას დადგენილი კალკულაციის დაცვა;
  • პროდუქტების რაციონალური გამოყენება;
  • პროდუქტებისა და კერძების ვარგისიანობის კონტროლი;
  • ჰიგიენური და სანიტარული ნორმების ცოდნა და დაცვა;
  • HACCP სტანდარტების დაცვა და მუდმივი კონტროლი;
  • მარაგების კონტროლი;
  • ყოველი თვის ბოლოს სამზარეულოს აღწერაში მონაწილეობის მიღება საჭიროებისამებრ.

ძირითადი მოთხოვნები და უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • ორგანიზებულობა;
  • შრომისმოყვარეობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
  • კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

კომპანია არის სწრაფად მზარდი თანაბარი შესაძლებლობების დამსაქმებელი მართვის ევროპული სტანდარტებით. ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის თუ ასაკის, სტატუსის თუ კუთვნილების, ან სხვა შეხედულების გამო.

თუ მზად ხართ სწრაფი  პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის, მაშინ ჩვენი გუნდის ვაკანსიები არის შესაძლებლობა შემოგვიერთდეთ და განვითარდეთ ჩვენთან ერთად. გამოგვიგზავნე თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე career@chm.ge   და ერთად შევქმნათ დაუვიწყარი გარემო ჩვენი სტუმრებისთვის. გთხოვთ, მიუთითოთ საგნის ხაზში პოზიციის სათაური. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 10 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენთან შეხვედრას!