შპს გრადა დეველოპმენტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამშენებლო მოედნის ზედამხედველი
სამშენებლო ობიექტი მდებარეოს დიდ დიღომში.
სამუშაო გრაფიკი: 10 საათიდან - 19 საათამდე;
დასვენების დღეები: შაბათი - კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები;
სამუშაოს აღწერა :
- მიმდინარე პროექტების ზედამხედველობა და მონიტორინგი;
- კონტრაქტორ(ებ)ის, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის, კონსტრუქციული, არქიტექტურული ასევე საინჟინრო სისტემების მასალების, სამონტაჟო სამუშაოების, ყოველდღიური ზედამხვედველობა და ინსპექტირება
- სამშენებლო სამუშაოების ხარისხის და მოცულობების კონტროლი.
- ყოველდღიური ფოტო–დოკუმენტაციის წარმოება და რეპორტინგი.
- ფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტების წარმოება/დადასტურება.
- სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების საჭიროების დადგენა, რისკების დროული იდენტიფიცირება
- შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა 2-ის შემოწმება და შესრულებული სამუშაოს დადასტურება
- საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის დროული გაფრთხილება მიმდინარე პროექტებზე მოსალოდნელი რისკების დადგომის შესახებ (მშენებლობის ვადის გადაწევა, კონტრაქტორის არადამაკმაყოფილებელი მუშაობა და ა.შ)
- მხარდაჭერა შენობის მიღება-ჩაბარების და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- ხარისხზე ორიენტირებულობა
- MS Office, პროგრამული უზრუნველყოფის სრულყოფილად ფლობა
- AutoCAD და/ან Autodesk Revit პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად
- უმაღლესი განათლება არქიტექტურული, საინჟინრო, სამშენებლო მიმართულებით;
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: vacancy@grada.ge
ელ. ფოსტის სათაურში აუცილებელია მუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.