სამშენებლო მოედნის ზედამხედველი

თბილისი სრული განაკვეთი გრადა დეველოპმენტი
მივლინება: არა
სამშენებლო, უძრავი ქონება: უბნის ზედამხედველი/პრარაბი
შპს გრადა დეველოპმენტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამშენებლო მოედნის ზედამხედველი

სამშენებლო ობიექტი მდებარეოს დიდ დიღომში. 
სამუშაო გრაფიკი: 10 საათიდან - 19 საათამდე; 
დასვენების დღეები: შაბათი - კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები;

სამუშაოს აღწერა :
  • მიმდინარე პროექტების ზედამხედველობა და მონიტორინგი;
  • კონტრაქტორ(ებ)ის, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის, კონსტრუქციული, არქიტექტურული ასევე საინჟინრო სისტემების მასალების, სამონტაჟო სამუშაოების, ყოველდღიური ზედამხვედველობა და ინსპექტირება
  • სამშენებლო სამუშაოების ხარისხის და მოცულობების კონტროლი.
  • ყოველდღიური ფოტო–დოკუმენტაციის წარმოება და რეპორტინგი.
  • ფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტების წარმოება/დადასტურება.
  • სამშენებლო ობიექტზე  სამუშაოების საჭიროების დადგენა, რისკების დროული იდენტიფიცირება
  • შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა 2-ის შემოწმება  და შესრულებული სამუშაოს    დადასტურება
  • საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის დროული გაფრთხილება მიმდინარე პროექტებზე მოსალოდნელი რისკების დადგომის შესახებ (მშენებლობის ვადის გადაწევა, კონტრაქტორის არადამაკმაყოფილებელი მუშაობა და ა.შ)
  • მხარდაჭერა შენობის მიღება-ჩაბარების და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:
  • ხარისხზე ორიენტირებულობა
  • MS Office, პროგრამული უზრუნველყოფის სრულყოფილად ფლობა
  • AutoCAD და/ან Autodesk Revit პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად

განათლება და სამუშაო გამოცდილება:

  • უმაღლესი განათლება  არქიტექტურული, საინჟინრო, სამშენებლო მიმართულებით;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: vacancy@grada.ge
ელ. ფოსტის სათაურში აუცილებელია მუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.