კორპორატიული გაყიდვებისა და დისტრიბუციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თარიღები: 17 სექ - 25 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული ინგლისური
გაყიდვები:  FMCG გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების მენეჯერი დისტრიბუცია კორპორატიული კლიენტები (B2B) სამშენებლო, უძრავი ქონება:  სამშენებლო მასალები

HH Recruitment (www.HH.ge)   ეძებს კანდიდატს, კორპორატიული გაყიდვებისა და დისტრიბუციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე თბილისში, ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო მიმართულების კომპანიისთვის.

  

ძირითადი მოვალეობები:

  • კორპორატიული გაყიდვებისა და დისტრიბუციის დეპარტამენტის მართვა;
  • განყოფილებების უფროსების სამუშაო პროცესის ორგანიზება, მართვა და კონტროლი;
  • გაყიდვების გეგმის შესასრულებლად შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება და მისი დანერგის/განხორციელების ორგანიზება;
  • გარე გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების ანალიზი და განსახორციელებელი სტრატეგიის შემუშავება;
  • პროექტული გაყიდვების დაგეგმვა, განხორცილებეაზე ზედამხედველობა და მონიტორინგი;
  • თანამშრომლების მოტივირება და შესრულებული სამუშაოს შეფასება;
  • ხელმძღვანელისთვის პერიოდული რეპორტინგის წარმოება მიმდინარე გაყიდვებისა და ჩატარებული შეხვედრების შესახებ;
  • დებიტორული დავალიანებების მართვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია გაყიდვების მენეჯერის ან დისტრიბუციის მენეჯერის პოზიციაზე  მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სამშენებლო მასალების, ტექნიკის, FMCG ან წარმოება/დისტრუბიის მიმართულებით;
  • აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება;
  • MS Office;
  • ინგლისური  ან რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა;

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • 5 სამუშაო დღე (09:00-18:00);
  • სამედიცინო დაზღვევა;

 

 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოეხმაუროთ აღნიშნულ ვაკანსიას “APPLY” ღილაკზე დაჭერით.