კახეთის წარმომადგენლობის უფროსი

თელავი სრული განაკვეთი PayBox
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: ინკასაცია (საბანკო)
სს "ოპპა" ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

PayBox აცხადებს  ვაკანსიას კახეთის წარმომადგენლობის უფროსის პოზიციაზე. 

რას გააკეთებ:
  • იზრუნებ Paybox - ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების სტრატეგიულ განლაგებაზე კახეთის რეგიონში;
  • შემოსავლის ზრდის მიზნით შეისწავლი ბაზარს და გაუწევ მონიტორინგს მიმდინარე ცვლილებებს;
  • კომპანიის მიზნებიდან გამომდიანრე იმუშავებ მიმდინარე და გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმებზე; 
  • იზრუნვებ პოტენციური კლიენტების მოძიებასზე;
  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი და სტრატეგიული თანამშრომლობის მიზნით აწარმოებ მოლაპარაკებას;
  • შეიმუშავებ გაყიდვების სტრატეგიულ გეგმას, გუნდთან ერთად უზრუნველყოფ მის აღსრულებას და შესრულებული სამუშაოს კონტროლს;
  • უზრუნველყოფ  ფინანსური რესურსების ეფექტიან მართვას და ფულადი ხარჯების კონტროლს;
  • აწარმოებ მომგებიანობასთან დაკავშირებულ რეპორტებს;
  • კოორდინაციაში იქნები და იმუშავებ კომპანიის შიგნით სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან;
  • უზრუნველყოფ გუნდის მართვას, მათი საქმიანობის კოორდინაციას და მონიტორინგს;

მნიშვნელოვანია:
  • უმაღლესი განათლება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ავტომობილის ქონა.

მნიშვნელოვანია გქონდეს / იყო:
  • ორგანიზებული;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოქნილობა, ცვლილებებისადმი სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • პრიორიტეტიზაციისა და დროის მართვის უნარი.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 303 308.