იურისტი
თარიღები: 17 სექ - 16 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2000
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული ინგლისური
იურიდიული:  იურისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@index-wm.com
რეალ ესთეით კონსალტინგ გრუპი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: იურისტი 

კომპანიის შესახებ: Index | Wealth Management არის 15-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე  განსხვავებული ხედვითა და სტრატეგიით გამოირჩევა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ოთარ ონიაშვილის ქუჩა 28 
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
სამუშაო საათები: 11:00 – 19:00
ანაზღაურება: 2,000 ლარი  
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
დეპარტამენტი: იურიდიული 

ძირითადი პასუხისმგებლობები: 
  • იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება და მართვა;
  • შეთანხმებების / აქტების / ხელშეკრულებების შედგენა/რედაქტირება/თარგმნა;
  • ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის კლიენტებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
  • კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის გაყიდვების გუნდისათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
  • სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის შედგენა/განხილვა, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;
  • იურიდიული კვლევების ჩატარება და საკანონმდებლო სიახლეების მონიტორინგი;
  • საქმის მასალების, ფაილებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის ორგანიზება და შენახვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • სულ მცირე, ორ წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენა C1 დონეზე;
  • რუსული ენა B1 დონეზე;
  • კომუნიკაბელურობა; 
  • მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებული პირობების და მიღებული გადაწყვეტილებების ფარგლებში დამოუკიდებლად ოპერირების უნარი; 
  • სამუშაო გამოცდილება სამშენებლო და/ან უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანიაში ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
  • კომპიუტერული უნარები;
  • შრომისმოყვარეობა;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება; 
  • როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდურად მუშაობის უნარი. 

ჩვენ გთავაზობთ: 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • კორპორატიულ დაზღვევას (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ); 
  • მეგობრულ გუნდს; 
  • განვითარების შესაძლებლობას; 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@index-wm.com ან შეავსოთ განაცხადის ფორმა ჩვენს LinkedIn ის გვერდზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმეს განხილვა არ მოხდება. 

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ შპს "რეალ ესთეით კონსალტინგ გრუპი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.