ადმინისტრაციული მენეჯერი
თარიღები: 17 სექ - 16 ოქტ
მდებარეობა: თელავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 600
ადმინისტრაცია:  ოფისის მენეჯმენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: jobs@irao.ge
ჩვენ შესახებ:
სს “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 20 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით. "ირაო" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის  წევრია. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისისა და რეგიონების ოფისებში.

სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე ქ. თელავში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 – 18:30 
ანაზღაურება: 600 ლარი
ადგილმდებარეობა: ქ. თელავი, ალექსანდრე ვარდოშვილის N22
ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 1 წელი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ფილიალში ადმინისტრაციული საქმიანობის მართვა;
  • შემოსული კლიენტების დახვედრა და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; 
  • დოკუმენტაციის მიღება, აღრიცხვა და შესაბამისად გადამისამართება;  
  • კომპანიის შემოსული/გასული წერილების რეგისტრაცია, ადრესატისთვის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
  • საოფისე მარაგების მართვა.

ვაკანსიის მოთხოვნები:
  • სასურველია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Ms Office);
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: jobs@irao.ge;  სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

ირაო გისურვებთ წარმატებას!
სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.