ფილიალის მმართველი
თარიღები: 17 სექ - 16 ოქტ
მდებარეობა: ზუგდიდი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
დაზღვევა:  დაზღვევა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: jobs@irao.ge
სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მმართველის პოზიციაზე ქ.ზუგდიდში.

კომპანიის შესახებ: 
სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 20 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით. "ირაო" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია. დღეისათვის ჩვენი გუნდი მოიცავს 300 თანამშრომელს თბილისისა და რეგიონების ოფისებში, რომელთაც აერთიანებთ ისეთი ღირებულებები როგორიცაა: პროფესიონალიზმი, განვითარება, სიძლიერე, სტაბილურობა, სანდოობა და მრავალფეროვნება.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს;
  • საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
  • პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
  • საბონუსე სქემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ფილიალის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ფილიალის გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და ყოველდღიური სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
  • პოტენციური კლიენტების ბაზების განვითარებაზე ზრუნვა, გაყიდვების არხებისა და მეთოდოლოგიების მუდმივი განვითარება;
  • ფილიალში მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და მისი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების პერმანენტული შესწავლა და ანალიზი.

ვაკანსიის მოთხოვნები:
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, (სასურველია საბანკო ან სადაზღვევო სფეროში);
  • რეგიონის და ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების  MS Office-ის ცოდნა;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემის იდენტიფიკაცია-გადაჭრის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; კვირაში 40 საათი
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი, მერაბ კოსტავას ქ. 64

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: jobs@irao.ge;  სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

ირაო გისურვებთ წარმატებას!
სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.