ხარჯთაღმრიცხველი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 17 სექ - 16 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@hpm.ge
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 
ჩვენი მიზანია:
  • შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
  • განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
  • ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა სართაშორისო ბრენდულ სასტუმროებს. 

ამჟამად კომანია „HPM”-ში ჩვენ ვეძებთ  ხარჯთაღმრიცხველს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ, მოქნილ, სამართლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
ხარჯთაღმრიცხველის ფუნქციები:

პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით;
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღება; 
  • შედარება კომპანიის შიდა ხარჯების აღრიცხვის დოკუმენტაციასთან;
  • პროექტის განხორციელების საჭირო სამშენებლო სამუშაოების და მასალების საბაზრო ღირებულების დადგენა და აღრიცხვა;
  • ხარჯების აღრიცხვის წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის (მოცულობათა უწყისი, ერთეულის ფასწარმოქმნის დოკუმენტები და სხვ.) მომზადება, როგორც სამშენებლო, ასევე სარემონტო მიმართულებით;
  • ფორმა N2-ების კონტროლი და დადასტურება, როგორც სამშენებლო, ასევე სარემონტო მიმართულებით;
  • ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯების აღრიცხვასთან შედარება;
  • დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე  ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
  • ხარჯების აღრიცხვისა და შესრულებების ასახვა შესაბამის პროგრამაში
  • შემოსული  სატენდერო წინადადებების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველია - უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო  ან მსგავსი მიმართულებით;
  • აუცილებელია ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;  
  • Microsoft Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ  გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება:  ხარჯთაღმრიცხველი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.