შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მმართველის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
"ცენტრალი" გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- ძირითადი მოვალეობები:
- ფილიალი ბიზნეს შედეგების მართვა;
- საკრედიტო პორტფელის რისკების მართვა;
- სალაროს მეურნეობის მართვა და გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა;
- კლიენტთა მომსახურების ხარისხის კონტროლი;
- საკრედიტო კომიტეტში ჩართულობა და გადაწყვეტილების მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და მოტივაციაზე ზრუნვა;
- კლიენტებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია;
- პროცესების და პროცედურების მოთხოვნების დაცვა და კონტროლი;
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- საბანკო-საფინანსო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 5 წელი);
- უმაღლესი ეკონომიკური ან ფინანსური განათლება;
- ორგანიზაციული მართვისა და ცოდნის სათანადო დონე;
- დაგეგმარების (მათ შორის ფინანსური) და დროის მართვის სათანადო უნარი;
- ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა;
- გადაწყვეტილების სწრაფად/ოპერატიულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- კოლეგიალურობა, გუნდურობა, არაკონფლიქტურობა;
- კონფლიქტების ეფექტურად მართვის უნარი, პუნქტუალობა;
- ღია და გამჭვირვალე ურთიერთობა სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV ) ფოტოსურათით , შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: hr@central.ge არაუგვიანეს 17/10/2024 წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება