მოლარე-კონსულტანტი

ბათუმი სრული განაკვეთი აი სი არ თრეიდი
მივლინება: არა ხელფასი: 900 - 1300
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
შ.პ.ს. აი სი არ ტრეიდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური კომპანიაა  საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. იგი  წარმოადგენს  საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებს, როგორიცაა ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, ოკაიდი და ჟაკადი. დღეისათვის კორპორაციაში დასაქმებულია 800 მდე თანამშრომელი და მართავს ბრენდების  80-მდე ფილიალს, რომლებიც წარმოდგენილია როგორც თბილისში, ასევე  ქუთაისში, ბათუმში,  საქართველოს სხვა ქალაქებში.
ჩვენ გთავაზობთ, გამოწვევებით სავსე მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენი მიზანია თვითოეულ თანამშრომელს მიეცეს პიროვენული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა სტაბილურ და პერსპექტიულ სამუშაო სივრცეში. ჩვენი უპირატესობაა  მზარდი ანაზღაურება და ეფექტური  საბონუსე სისტემა. 
შპს ,,აი სი არ ტრეიდი“  აცხადებს ვაკანსიას მოლარე- კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში, სავაჭრო ცენტრი „გრანდ მოლი“ ისეთ ბრანდებში როგორიც არის : აი სი არ ფეხსაცმელი“ .
სამუშაო განაკვეთი:  სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე) 2 დღე დასვენება (არა შაბათი კვირა)
ანაზღაურება : ფიქსირებული  ანაზღაურება ხელზე ასაღები 900 ლარი + თვითოეულ რეალიზებულ წყვილზე ბონუსი + გეგმის შესრულებეის ბონუსი + გეგმის გადაჭარბების ბონუსი. 
ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება -1100-1300 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა
  • მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით
  • ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა
  • მომხმარებლის კონსულტირება და პროდუქციის შესახებ საჭიროებისამებრ სრული ინფორმაციის მიწოდება
  • საქონლის მიღებაში მონაწილეობა
  • საქონლის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად
  • მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება
  • სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
  • სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;  (ინგლისური, რუსული) 
  • გუნდური მუსაობის უნარი
  • ორგანიზებულობა
  • კომუნიკაბელურობა

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი გამოაგზავნეთ (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@icr.ge 26  სექტემბერის ჩათვლით.
 გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: /მოლარე-კონსულტანტი ბათუმი/ 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
გისურვებთ წარმატებას!
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები,,აი სი არ“-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება სამი წლის ვადით.