ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი რესტორანი ქართული სახლი
მივლინება: არა
ადამიანური რესურსები: HR მენეჯერი
რესტორანი „ქართული სახლი“ აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის  პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი\  ცაბაძის -2

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელია სარესტორნო სფეროში HR მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:
  • ადამიანური რესურსების მართვის,სისტემების მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება;
  • შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის და კომპანიის წესდების შესაბამისად;
  • თანამშრომლების პირადი საქმეების ადმინისტრირება - HR დოკუმენტაციის (შვებულებები, ცნობები...) მართვა და რეესტრის წარმოება;
  • თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ორგანიზება, სრული ციკლის მართვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:
  • ლიდერული უნარი
  • ანალიტიკური უნარი
  • შედეგებზე ორიენტირებული
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დაძაბულ რეჟიმსა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • დროის სწორად მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე : hr@georgian-house.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე:  +995 574 010707
გისურვებთ წარმატებას!