მაღაზიის მენეჯერი Massimo Dutti

ბათუმი სრული განაკვეთი Cenomi Retail
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
Cenomi Retail მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.  
Cenomi Retail 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ  შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius,  Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Sergent Major, Monsoon,  Zippy, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთi, მერანი მოლში და Grand Mall ბათუმში. 
 
Cenomi Retail აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმი, Massimo Dutti, Grand Mall. 

განსახორციელებელი  საქმიანობა: 
  • მაღაზიაში მიმდინარე პროცესების მართვა, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი; 
  • მაღაზიის პერსონალის ეფექტური მართვა და შესრულებული სამუშაოს კონტროლი; 
  • მაღაზიაში პროდუქციის მარაგისა და ასორტიმენტის დროულად მიღების, სავაჭრო დარბაზში განთავსებისა და დასაწყობების კონტროლი; 
  • მაღაზიის პერსონალის მუდმივი გადამზადება, განვითარება, შეფასება, თანამშრომლების მოტივაციის ამაღლება და პროდუქტულობის მაქსიმალურად გაზრდა; 
  • ყოველთვიური გაყიდვების გეგმის მიღწევის ორგანიზება, გაყიდვების ამსახველი ანგარიშის წარმოება; 
  • ყოველდღიური სალარო ოპერაციებისა და უსაფრთხოების ზომების შესაბამისობის კონტროლი; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • უმაღლესი განათლება 
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PPT; 
  • გუნდის მართვის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე ; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა; 
 
სამუშაო პირობები: 
  • სრული განაკვეთი; 
  • სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი; 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს 
  • კორპორატიულ დაზღვევას 
  • წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას 
 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ  მისამართზე: cvgeo@cenomi.com გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება: მაღაზიის მენეჯერი - ბათუმი, Massimo Dutti, Grand Mall.