HR/ადმინისტრაციული სპეციალისტი
1xP PRIORITY ნოვა
თარიღები: 16 სექ - 15 ოქტ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული ინგლისური
ადამიანური რესურსები:  HR სპეციალისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@nova.ge
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია „ნოვა“ (www.NOVA.ge  ) აცხადებს ვაკანსიას „HR და ადმინისტრაციული სპეციალისტის“ პოზიციაზე ბათუმში

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი მოვალეობები:
  • კადრების მოზიდვის და შერჩევის პროცედურის მართვა;
  • პერსონალთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება / დაარქივება;
  • მონაცემთა ბაზის მუდმივ რეჟიმში განახლება (თანამშრომელთა რეგისტრაცია, დანიშვნა, დაწინაურება, დაქვეითება, ხელფასის ცვლილება, გათავისუფლება…) და შესაბამისი ბრძანებების წარმოება;
  • შვებულებების, მივლინებების, გაცდენების და დასწრების აღრიცხვა / კონტროლი (სისტემურად);
  • საათობრივი აღრიცხვის ფორმის წარმოება;
  • სხვადასხვა დოკუმენტაციის (ბრძნება, ცნობა, განცხადება...) მომზადება;
  • HR მიმართულების კვლევებსა და შეფასებებში მონაწილეობის მიღება (მაგ. თანამშრომელთა კმაყოფილება, გამოსაცდელი ვადის შეფასება და ა.შ.);
  • თანამშრომლებისთვის სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში ჩართულობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დახმარება და მისი მითითებით ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი  განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა);
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

პიროვნული თვისებები: 
  • კომუნუკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • პედანტურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი - სრული;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 16 ოქტომბერი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „HR და ადმინისტრაციული სპეციალისტი“

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლების აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს. 

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს,  ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.