ადგილობრივი და საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბიოდიზელი ჯორჯია
მივლინება: არა ხელფასი: 2000
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკის მენეჯერი
ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი და საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერი-ს პოზიციაზე, 
განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: 2000 ლარი;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები: 
  • სრული ლოჯისტიკური ციკლის - იმპორტისა და ექსპორტის პროცედურების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, მართვა (ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო - სახმელეთო/საზღვაო);
  • სატრანსპორტო გადაზიდვებისა და ტვირთის განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (შეგროვება) და წარდგენა შესაბამის ორგანოებში;
  • საბაჟო პროცედურების გავლა/კონტროლი;
  • იმპორტირებული ტვირთების მიღება, განბაჯება, გაფორმება;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებთან ლოჯისტიკური მარშრუტების შედგენა, პროცესების კოორდინაცია;
  • ექსპორტის და იმპორტის რეჟიმში (ადგილობრივი და საერთაშორისო) ტვირთების სტატუსების და გადაზიდვის ვადების მონიტორინგი;
  • ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტის გაგზავნა მენეჯმენტთან;
  • დოკუმენტაციის არქივის წარმოება,

ძირითადი მოთხოვნები:
  • ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სალაპარაკო და წერითი);
  • ადგილობრივ და საერთაშორისო ლოჯისტიკის სფეროში  მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;

პიროვნული უნარ-ჩვევები: 
მოლაპარაკებების წარმოების უნარი; დროის ეფექტურად მართვის უნარი; დატვირთულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ორგანიზებულობა; კომუნიკაბელურობა;  დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.  

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ  რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@biodiesel.ge   გთხოვთ სათაურის ველში - subject, მიუთითოთ პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.