HR ადმინისტრირების მენეჯერი
2xP PRIORITY ენთები
თარიღები: 17 სექ - 15 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ადამიანური რესურსები:  HR მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@ants.ge
"ენთები" წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბუღალტრულ კომპანიას, რომელსაც დანერგილი აქვს ხარისხისა და მომხმარებლის კმაყოფილების კონტროლის თანამედროვე მექანიზმები. ჩვენ ყოველდღიურად 600-ზე მეტ ცნობილ ქართულ და საერთაშორისო კომპანიას ვუწევთ მომსახურებას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://ants.ge/

ენთები აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრირების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • დასაქმების პლატფორმებთან თანამშრომლობა;
  • კანდიდატების მონაცემთა ბაზების წარმოება და ადმინისტრირება;
  • თანამშრომელთა ბაზის წარმოება და ადმინისტრირება, მათი პირადი საქმეების მართვა და შრომითი კონტრაქტების გაფორმება;
  • თანამშრომლებისთვის მომხმარებლების შექმნისა და სხვადასხვა სახის პროგრამებში მათი დამატების, ** პროგრამული წვდომის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად საოპერაციო პროცესებში მონაწილეობა: თანამშრომლის აყვანა, როტაცია, დაზღვევა, სარგებლები და სხვა;
  • სხვადასხვა ტიპის ელექტრონული/მატერიალური ბრძანებების: დანიშვნის, გათავისუფლების, პოზიციის ცვლილების, ხელფასის ცვლილების, შვებულების, დეკრეტულ შვებულებაში გასვლა/შეწყვეტა/გაგრძელების, დისციპლინარული საქმეების ადმინისტრირება;
  • კომპანიაში არსებული დღესასწაულების დაგეგმვა/ ორგანიზებასა თუ თანამშრომლებისთვის წამახალისებელი სასაჩუქრე პაკეტების მომზადებაში ჩართულობა;
  • თანამშრომლების სამუშაო განრიგების ადმინისტრირება, კონტროლი;
  • თანამშრომელთა შეფასების მიზნით, საჭირო სხვადასხვა კვლევებში მონაწილეობა, სატელეფონო ინტერვიუების განხორციელება და ონლაინ გამოკითხვების უზრუნველყოფა. თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევებისა და წამსვლელი თანამშრომლის კვლევების მუდმივი უზრუნველყოფა;
  • სხვა HR პროექტებში თანამონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სასურველია სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
  • HR მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (word, Excel, Power Point) ცოდნა შესასრულებელი სამუშაოსთვის საჭირო დონეზე;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია კვლევის მიმართულებით მცირედი გამოცდილება მაინც.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გამართული საკომუნიკაციო უნარები

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@ants.ge