"ენთები" წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბუღალტრულ კომპანიას, რომელსაც დანერგილი აქვს ხარისხისა და მომხმარებლის კმაყოფილების კონტროლის თანამედროვე მექანიზმები. ჩვენ ყოველდღიურად 600-ზე მეტ ცნობილ ქართულ და საერთაშორისო კომპანიას ვუწევთ მომსახურებას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს:
https://ants.ge/ენთები აცხადებს ვაკანსიას
HR ადმინისტრირების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დასაქმების პლატფორმებთან თანამშრომლობა;
- კანდიდატების მონაცემთა ბაზების წარმოება და ადმინისტრირება;
- თანამშრომელთა ბაზის წარმოება და ადმინისტრირება, მათი პირადი საქმეების მართვა და შრომითი კონტრაქტების გაფორმება;
- თანამშრომლებისთვის მომხმარებლების შექმნისა და სხვადასხვა სახის პროგრამებში მათი დამატების, ** პროგრამული წვდომის უზრუნველყოფა;
- კომპანიის პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად საოპერაციო პროცესებში მონაწილეობა: თანამშრომლის აყვანა, როტაცია, დაზღვევა, სარგებლები და სხვა;
- სხვადასხვა ტიპის ელექტრონული/მატერიალური ბრძანებების: დანიშვნის, გათავისუფლების, პოზიციის ცვლილების, ხელფასის ცვლილების, შვებულების, დეკრეტულ შვებულებაში გასვლა/შეწყვეტა/გაგრძელების, დისციპლინარული საქმეების ადმინისტრირება;
- კომპანიაში არსებული დღესასწაულების დაგეგმვა/ ორგანიზებასა თუ თანამშრომლებისთვის წამახალისებელი სასაჩუქრე პაკეტების მომზადებაში ჩართულობა;
- თანამშრომლების სამუშაო განრიგების ადმინისტრირება, კონტროლი;
- თანამშრომელთა შეფასების მიზნით, საჭირო სხვადასხვა კვლევებში მონაწილეობა, სატელეფონო ინტერვიუების განხორციელება და ონლაინ გამოკითხვების უზრუნველყოფა. თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევებისა და წამსვლელი თანამშრომლის კვლევების მუდმივი უზრუნველყოფა;
- სხვა HR პროექტებში თანამონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
- HR მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (word, Excel, Power Point) ცოდნა შესასრულებელი სამუშაოსთვის საჭირო დონეზე;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- სასურველია კვლევის მიმართულებით მცირედი გამოცდილება მაინც.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გამართული საკომუნიკაციო უნარები