უნივერსალური ოპერატორი
თარიღები: 16 სექ - 30 სექ
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
საბანკო:  ბანკის ოპერატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@terabank.ge
ტერაბანკი ქუთაისის  ფილიალში აცხადებს ვაკანსიას უნივერსალურ ოპერატორის პოზიციაზე. 

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:  

  • გსურს მიიღო საუკეთესო გამოცდილება პროფესიონალ გუნდთან ერთად 
  • გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარი 
  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მათი დახმარება 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას 
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე 
 
შენი მოვალეობა იქნება: 
  • მომხმარებლის საოპერაციო და სალარო მომსახურების გაწევა  
  • მომხმარებლის კონსულტირება საბანკო ოპერაციებისა და პროდუქტების შესახებ და მასზე მორგებული საბანკო პროდუქტების შეთავაზება  

თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:  

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება  
  • უცხო ენის ცოდნა - ინგლისური და რუსული სასაუბრო დონეზე 
 
სამუშაო პირობები: 
  • სრული განაკვეთი 
  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 18:00 სთ.  
  • შაბათს - 10:00 -14:00 სთ. 
ანაზღაურება:  
  • სტაჟირების პერიოდში: დარიცხული 312.5 ლარიდან - 625 ლარამდე (გამოცდილების შესაბამისად) 
  • დასაქმების შემთხვევაში: ხელფასი - დარიცხული 875 ლარიდან  - 1,200 ლარამდე  (გამოცდილების შესაბამისად) 
  • გაყიდვების გეგმაზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი დარიცხული 150 ლარიდან -  600 ლარამდე 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე | HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | უნივერსალური ოპერატორი 
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა:  30 სექტემბერი 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. 
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.  
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. 
გისურვებთ წარმატებას!