რეცეფციონისტი

ყაზბეგი, გუდაური სრული განაკვეთი გუდაური ინნ
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმღები (Front Office)
ინნ ჯგუფი საქართველოს ბაზარზე 4 სასტუმროთი ოპერირებს: ივერია ინნ, გუდაური ინნ, ქუთაისი ინნ, და გორი ინნ.  სასტუმრო გუდაური ინნ ამჟამად ეძებს რეცეფციონისტს
ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრების მიღება და ნომრებში განთავსების უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების დაცვით;
  • სტუმართა რეგისტრაციისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის ამოღება, დამუშავება და დადგენილი ფორმების შევსება;
  • ჯავშნების განხორციელება;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება;
 
ძირითადი მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება სასტუმროს რეცეფციონისტის პოზიციაზე;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სასტუმროს რეზერვაციების პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი.
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
  • კვებას
  • განთავსება

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV)  ელ-ფოსტაზე Lashatsikhistavim@gmail.com  ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელ. ნომერზე:+995 571121034გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა არ მოხდება. კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "გუდაური ინნ"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადით. თუ გსურთ შპს " გუდაური ინნ“ -მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს " გუდაური ინნ" -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს გუდაური ინნ -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს გუდაური ინნ -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.