კომპანია თბილი სახლი (Casa Calda) დაარსდა 2001 წელს და უკვე 22 წელია ინარჩუნებს ლიდერს პოზიცია საინჟინრო მომსახურების სფეროში. ჩვენი საქმიანობის სფერო მოიცავს გათბობა-გაგრილების, ხანძარქრობის, წყალგაყვანილობის, ელექტროობის და სხვა საინჟინრო სისტემებს. კომპანიას შესრულებული აქვს 500-ზე მეტი წარმატებული პროექტი, როგორიცაა ქუთაისის აეროპორტი, ქუთაისის პარლამენტი, ბარამბოს ქარხანა, გალერია თბილისი, ისთ ფოინთი და სხვა. კომპანია თბილი სახლი აცხადებს ვაკანსიას HVAC ინჟინერ-პროექტანტის პოზიციაზე, რომელსაც საინტერესო გამოცდილებას და პროფესიულ განვითარებას ვპირდებით. მოვალეობები: - ტექნიკური დავალების საფუძველზე HVAC პროექტის ნახაზების მომზადება;
- პროექტის მენეჯერებთან მჭიდრო კომუნიკაცია;
- სამუშაოების დადგენილ ვადებში და დადგენილი მოცულობით დასრულების უზრუნველყოფა;
- საინჟინრო გუნდთან და კონტრაქტორებთან ეფექტური კომუნიკაცია და მათთვის პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება.
ძირითადი მოთხოვნები: - Autocad და Revit პროგრამების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
სამუშაო პირობები: - სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას N56;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 10:00 – 18:30
ბენეფიტები: - პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა;
- კვალიფიკაციის ამაღლება კურსების და ტრენინგების დაფინანსების გზით;
- ფიტპასით და ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობა;
- პარკინგი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@casacalda.ge გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება „HVAC ინჟინერ-პროექტანტი“.