უფროსი ექთანი / ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
თარიღები: 16 სექ - 15 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
სამედიცინო:  მედდა ანესთეზიოლოგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: mmedi22clinic@gmail.com
პედიატრიული კლინიკა “ემმედი22” აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიცებზე: უფროსი ექთანი/ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი

შპს „ ემმედი22“ ბაზარზე ფუნქციონირებს 2013 წლიდან და გახლავთ მრავალპროფილური პედიატრიული კლინიკა
სამუშაო ადგილმდებარეობა:  თბილისი, ნ. ბუაჩიძის ქ. 16ა - 
სამუშაო გრაფიკი:  სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);

უფროსი ექთანი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საექთნო პერსონალის საქმიანობაზე დაკვირვება და შესაბამისი საექთნო პროცესების მართვა.
  • საჭიროებიდან გამომდინარე დაქვემდებარებულ პერსონალთან შეხვედრების ორგანიზება. 
  • საექთნო პერსონალისთვის გაიდლაინების, ინსტრუქციების შემუშავება, მათი დანერგვა და აღსრულების მონიტორინგი, 
  • სამედიცინო ჟურნალების სწორად წარმოების მონიტორინგი, ინსტრუქციების გაცემა.
  • სამედიცინო ცენტრის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვა
  • სამედიცინო დანიშნულების ერთჯერადი და მრავალჯერადი მოხმარების საგნების, მედიკამენტების და სხვა საჭირო პროდუქციით უზრუნველყოფა.
  • მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალების სათანადო რეჟიმით დეზინფექციის, სტერილიზაციის და აღრიცხვის კონტროლი.
  • მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო დანიშნულების საგნების ვარგისიანობის ვადის კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ზოგადი საექთნო ან უმაღლესი განათლება მედიცინის განხრით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • საოფსე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კვალიფიციური სამედიცინო მომსახურეობის გაწევა 
  • შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას.
  • პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;
  • საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების უზრუნველყოფა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • აუცილებელია სახელმწიფო სერთიფიკატი შესაბამისი მიმართულებით;
  • აუცილებელია პროფესიული პრაქტიკული გამოცდილება პედიატრიაში;
  • ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო გაიდლაინების და პროტოკოლის ცოდნა;
  • საოფსე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ მისამართზე mmedi22clinic@gmail.com „subject” ველში  მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილმდებარეობა.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!