უმცროსი საოპერაციო მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი New Vision Insurance
მივლინება: არა ხელფასი: 900
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
სამედიცინო: სხვა (სამედიცინო)
ს.ს. „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას, საოპერაციო სამსახურში უმცროსი საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიცია უმცროსი საოპერაციო მენეჯერი
დაქვემდებარება საოპერაციო სამსახურის უფროსი
სამუშაო განაკვეთი სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (09:00 – 18:00 სთ; 1 სთ. შესვენება)
ადგილმდებარეობა თბილისი, ე. მიქელაძის 1ბ
ანაზღაურება 900 ლარი (NET)

ფუნქცია მოვალეობები:
  • სადაზღვეო პოლისების შემოწმება, დარეგისტრირება, დადასტურება; 
  • პროგრამულ კომპლექსში დაფიქსირებული პოლისების მონიტორინგი და დადასტურება; 
  • სადაზღვეო პოლისებისთვის განკუთვნილი დოკუმენტების მოთხოვნა სრულყოფილი სახით; 
  • დაზღვეულ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის საფუძველზე ანდერაიტინგის/ბუღალტერიისა ან სხვა სამსახურებიდან პოლისების დასადასტურებლად აუცილებელი ინფორმაციის გამოთხოვა;
  • პროგრამულ კომპლექსში საჭირო კონტრაქტებისა და შაბლონების აწყობა;
  • საჭიროების შემთხვევაში, დაზღვეულ კომპანიებთან კომუნიკაცია და ყოველთვიურად ინვოისებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადებასა და გაგზავნაში მონაწილეობა.
  • საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ორგანიზაციების/პირებისაგან, სადაზღვევო დოკუმენტების მომზადებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია სადაზღვევო მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება იმავე ან მსგავს პოზიციაზე.

კომპეტენციები და უნარები:
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაცია
  • ეფექტიანი მოლაპარაკების უნარი
  • მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის უნარი
  • კეთილსინდისიერება
  • კონფიდენციალურობა
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

რეკრუტირების პროცესი წარიმართება სამ ეტაპად:
  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული დავალების შესრულება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე,  „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ შერჩევის პროცესს დაიწყებს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე  Vacancy@nvi.ge  და  „SUBJECT“ ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „უმცროსი საოპერაციო მენეჯერი“
განაცხადის გაზიარებამდე დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: Vacancy@nvi.ge   
გისურვებთ წარმატებას!

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის და არამხოლოდ,  თქვენი რეზიუმეს (CV-ს) გამოგზავნით, თქვენ: 
ეთანხმებით, რომ სს. „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ უფლებამოსილია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და დასაქმების მიზნით, მიზნობრივად, შეზღუდული ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; 
ამასთან, ადასტურებთ, რომ გაქვთ ინფორმაცია თქვენი უფლების შესახებ გამოითხოვოთ/მიიღოთ ინფორმაცია სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევას“ მიერ თქვენ შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე. ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;
აგრეთვე, ანიჭებთ სს. „ნიუ ვიჟენ დაზღვევას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, იმავე ან სხვა პოზიციაზე დასაქმების შემდგომი განხილვის მიზნით**.
გარდა ნასამართლეობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა, (არსებობის შემთხვევაში) რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.