ტექნოლოგიური კომპანია Self.HR HR სისტემის ლიდერი პროვაიდერია საქართველოში. კომპანია ოპერირებს საქართველოსა და უზბეკეთის ბაზარზე და აერთიანებს 800-ზე მეტ კომპანიას და 100,000-ზე მეტ ყოველდღიურ მომხმარებელს. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: www.self.hr
გუნდის გაძლიერების მიზნით, ტექნიკურ დეპარტამენტში გვაქვს ვაკანსია PHP დეველოპერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები
- კომპანიაში არსებული სისტემის განვითარებაზე ზრუნვა;
- ახალ და საინტერესო ფუნქციონალებზე მუშაობა - ახალი ტექნიკური დავალებების დამუშავება, დაგეგმვა და შესრულება;
- სისტემის საჭიროებების ანალიზში ჩართულობა;
- მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე სისტემაში კორექტირებების შეტანა;
ძირითადი მოთხოვნები:
- PHP, Javascript პროგრამირების ენების ცოდნა;
- HTML-სა და CSS-ის ცოდნა;
- MySQL მონაცემთა ბაზების ცოდნა;
- Object Oriented Programming-ის პრინციპების ცოდნა;
- ტექნიკური ინგლისური ენის ცოდნა ;
- კოდის ვერსიის კონტროლთან GIT-თან მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- სასურველია MVC ფრეიმვორკთან მუშაობის გამოცდილება.
- უყვარს სიახლეები და არ უშინდება გამოწვევებს
- უყვარს საკუთარი საქმე
- აქვს დროის ეფექტურად მართვის უნარი
- არის პასუხისმგებლიანი
განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი; 10:00 – 19:00სთ)
სამუშო ადგილი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას #3
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@self.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!