კლინიკური კვლევების სამსახურის მენეჯერი
თარიღები: 16 სექ - 30 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
სამედიცინო:  სხვა (სამედიცინო)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr_clinic@aversi.ge
შპს ’’ავერსის კლინიკა“ აცხადებს კლინიკური კვლევების სამსახურის მენეჯერის ვაკანსიას ცენტრალურ ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები : 
  • ვიზიტების გაფორმება სამედიცინო პლატფორმა web-med-ში;
  • MRI, OCT, PFT, კოლონოსკოპიის კვლევების აღრიცხვა;
  • ინვოისების წარმოება;
  • ყოველთვიური შემოსავლების რეპორტის წარმოება;
  • ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შესრულების და ანაზღაურების ვადების კონტროლი;
  • კომუნიკაცია CRO და სპონსორის ფინანსურ მხარესთან;
  • განყოფილების ფინანსური ანალიზის მომზადება ყოველთვიურად;

კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • აუცილებელია გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა  პირებმა  გამოგზავნეთ  CV  ელექტრონული  ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge  ელ. ფოსტის  საგნის  ველში (subject)  მიუთითეთ  ვაკანსიის  დასახელება: კლინიკური კვლევების სამსახურის მენეჯერი იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.  
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30/09/2024.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.  
გისურვებთ წარმატებას!
https://www.aversiclinic.ge/