ინფექციის კონტროლის მედდა
1xP PRIORITY ვიანი
თარიღები: 16 სექ - 15 ოქტ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
სამედიცინო:  მედდა
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 593128031
‘’ვიანი’’ აცხადებს ვაკანსიას ინფექციის კონტროლის  მედდის  პოზიციაზე ბათუმში

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი, აეროპორტის გზატკეცილი #64

ძირითადი მოვალეობები:
  • ჰოსპიტალში ექთნების საქმიანობის კონტროლი ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და ინფექციის კონტროლის მიმართულებით წინასწარ დადგენილი პრინციპებისა და პროტოკოლების მიხედვით;
  • საჭიროების შემთხვევაში საექთნო პერსონალის საქმიანობის მონიტორინგი, შიდაჰოსპიტალურ პროტოკოლებზე დაყრდნობით ინფექციის კონტროლის თვალსაზრისით;
  • ინფექციის კონტროლისათვის საჭირო მასალებით მომარაგების მონიტორინგი და საჭიროებების შემთხვევაში ეპიდემიოლოგისა და ხარისხის მართვის მენეჯერის ინფორმირება;
  • ინფექციის კონტროლის/ხარისხის დოკუმენტაციის და მონაცემთა ბაზის წარმოება;
  • ინფექციის კონტროლის მონაცემებში ნორმიდან გადახრის შემთხვევების სამსახურის უფროსთან რეპორტირება;
  • ნათესების აღებისა და გაგზავნის პროცესის მართვა;
  • განყოფილებაში იზოლაციის ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
  • პაციენტის ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი;
  • პერსონალს შორის ინციდენტებისა და დაავადების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და რეპორტის წარმოება ეპიდემიოლოგთან;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა  მედდის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი ან სამკურნალო საქმის სპეციალობის დიპლომი;
  • სავალდებულია ექთნის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 5 წლისა;
  • პრიორიტეტულია სამუშო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
  • სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  30 სექტემბერი, 2024 დაინტერესებული კანდიდატები დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 593128031

‘’ვიანი’’ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.