მოლარე-ოპერატორი

წყალტუბო სრული განაკვეთი აგრო კომპანია ბარაქა
მივლინება: არა ხელფასი: 800
გაყიდვები: მოლარე
კომპანია,, ბარაქა,, არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს,  ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს ამჟამად 10  ქსელურ აგრომაღაზიას.
ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ  სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ  გუნდში. 

გვიხილეთ:
ან ვებ-გვერდზე www.baraka.ge 

ვეძებთახალთ თანამშრომლებს - მოლარე  ოპერატორის  პოზიციაზე  ქუთაისში ( წყალტუბო / სოფ.გეგუთი )  .
კანდიდატს უნდა  ჰქონდეს   წარმატების მიღწევის დიდი სურვილი  და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი.  ასევე სასოფლო-სამეურნეო  ბიზნესში განვითარების  ინტერესი,  ასევე  უნდა ჰქონდეს  პრაქტიკული გამოცდილება მოლარე-ოპერატორად მუშაობის, , პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ,  კომპიუტერულ პროგრამებში, ვორდი, ექსელი, აუთლუქში  მუშაობის გამოცდილება;  გამართულად მეტყველება  ქართულ ენაზე.
  
მოლარე-ოპერატორს   უფლება-მოვალეობები:
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
  • ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
  • სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
  • მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა.
  • ყოველ დღიური რეპორტინგი (მეილით) ბუღალტერთან და უშუალო ხელმძღვანელთან მაღაზიის  მენეჯერთან.

ბარაქა გთავაზობთ:
ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი

მოლარე-ოპერატორის  პოზიციაზე  დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა  თანამშრომელთა გუნდს. 
ანაზღაურებას -  800 ლარი (NET)

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე , შაბათი მოკლე დღე  და კვირა დასვენების დღეა.  შერჩეულ კანდიდატებს  ჩაუტარდებთ ჩვენი პროდუქციის შესახებ ტრეინინგი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთCVფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართი  recruiting@baraka.ge  ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება  მოლარე ( წყალტუბო / სოფ.გეგუთი )  .
გისურვებთწარმატებებს!