გაყიდვების ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი სუფთა სახლი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
კომპანია და მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენელი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.
„სუფთა სახლი“ მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია:  პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.
გაგვიცანი უფრო ახლოს: www.ch.ge

ამჟამად, მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ხელმძღვანელის  პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა 36
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
ანაზღაურება: შეთანხმებით (განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბაზარზე საბითუმო და სავაჭრო კლიენტებთან პროდუქციის მოძიება და შესყიდვა;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • პროდუქციის საფასო სტრატეგიის შემუშავება და კონტროლი;
  • მომწოდებლებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება აქციებისა და კომერციული პირობების შესახებ; 
  • ახალი ქსელის ფილიალების გახსნის პროცესის ორგანიზება;
  • ახალი ლოკაციების შერჩევა;
  • თანამშრომლის მოძიების პროცესში ჩართულობა და მათი მართვა;
  • პროდუქციის ასორტიმენტის  ჩამოყალიბება, ფორმირება, საჭიროების შემთხვევაში სავაჭრო ობიექტებისათვის ინდივიდუალური ასორტიმენტების შექმნა;
  • მერჩენდაიზინგული სტანდარტების დადგენა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

დამატებითი უნარები:
  • პასუხიმგებლიანი;
  • ორგანიზებული;
  • პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური მოლაპარაკების უნარი.

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • მზარდი შრომითი ანაზღაურება;
  • კომფორტული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge .   გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა „გაყიდვების ხელმძღვანელი“
მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს "სუფთა სახლი“ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სს “სუფთა სახლი"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "სუფთა სახლ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
გისურვებთ წარმატებას!