,,შპს ფარმა სოლუშენს" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები/ვალდებულებები:
- კომპანიაზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა;
- ტვირთის გადაზიდვის დროს ტრანსპორტირების უფლების დამადასტურებელი და მანქანის მართვასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაციის ქონა;
- სატრანსპორტო საშუალების ყოველდღიური შემოწმება, დაზიანების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და დროული პროფილაქტიკა;
- ტვირთის გადაზიდვის წესების დაცვის ვალდებულება;
კვალიფიკაცია და მოთხოვნები/პიროვნული უნარები:
- მართვის მოწმობა/მართვის გამოცდილება (ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაბამისი მართვის კატეგორიის ფლობა, სასურველია C კატეგორია);
- საგზაო მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა;
- საავტომობილო გზებზე უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის კულტურა
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე, შაბათ-კვირის გარდა.
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ალექსეევკის დასახლება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე m.gigineishvili@phs-global.com