უსაფრთხოების ოფიცერი

თბილისი სრული განაკვეთი Adjara Collective Development
მივლინება: არა
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი)
აჭარა კოლექტივ დეველოპმენტი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცერის პოზიციაზე
დეპარტამენტი:  უსაფრთხოება     
ადგილმდებარეობა: თბილისი
გრაფიკი: 12 საათიანი ცვლა

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიურად ჩაატაროს სამშენებლო ობიექტის შემოვლა და შემოწმების პროცესი;
  • გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები;
  • აღრიცხოს და აკონტროლოს ობიექტზე მყოფი ვიზიტორები;
  • უზრუნველყოს თანამშრომლების მიერ შიდა წესების დაცვა;
  • მუდმივად აკონტროლოს მოსალოდნელი ხანძრის ან განგაშის საშიშროება და იყოს მზადყოფნაში საჭირო ზომების მისაღებად უსაფრთხოების დაცვის მიზნით;
  • მოახდინოს კამერების მონიტორინგი გაწერილი სტანდარტების მიხედვით;
  • შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, შეადგინოს მოკლე და ზუსტი მოხსენება. ინფორმაცია გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს შემდეგი პუნქტების ჩათვლით ქურდობა, რაიმე სახის ინციდენტი, უბედური შემთხვევა, ხანძარი და სხვა.

საჭირო უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური)ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ფიზიკური გამძლეობა;
  • რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-მისამართზე  hradjara@collectivedv.com 2024 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით. 
გთხოვთ, "სათაურის ველში" მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, აჭარა კოლექტივ დეველოპმენტის  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.