ელექტრო ინჟინერი
თარიღები: 16 სექ - 15 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2000 - 4000
განათლება: ბაკალავრი
ინჟინერია:  ელექტროინჟინერია
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Info@sekkeipark.com
კომპანია SEKKEI PARK აცხადებს ვაკანსიას - ელექტრო ინჟინერის პოზიციაზე.
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს ელექტრო და მექანიკური საინჟინრო პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: პროექტების დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
ანაზღაურება: 2000 - 4000 ლარამდე, გამოცდილებიდან გამომდინარე.
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-19:00. შაბათ-კვირის გარდა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო.


ფუნქცია-მოვალეობები:
  • ელექტროობის მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მოფიქრება და პროექტის მომზადება;
  • არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და კონკრეტული გადაწყვეტილებების განსაზღვრა;
  • პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობისას, პროდუქტის შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ტექნიკური მიმართულებით;
  • ელექტროობის სისტემების საპროექტო ნახაზის შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება;
  • ინჟინერ-მემონტაჟეებთან, პროექტ-მენეჯერთან, ჯგუფების ხელმძღვანელებსა და პროექტის განხორციელებაში ჩართულ სხვა პირებთან კომუნიკაცია;
  • შესრულებული პროექტის რევიზია;
  • ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • საინჟინრო პროგრამების ცოდნა (სასურველია- REVIT, DIALUX, EPLAN, AUTOCAD);
  • ელექტრო მომარაგების ცალხაზოვანი სქემების შედგენა;
  • განათლება: უმაღლესი განათლება ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

უნარები და თვისებები:
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული.
  • სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი.
  • პასუხისმგებლიანი.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • სამედიცინო დაზღვევა
  • პროფესიული განვითარება
  • სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო
  • მზარდი ანაზღაურება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.facebook.com/sekkeipark
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!