სტარტაპი "ფანკი ბრენდს", რომელიც არის "Franui"-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში (IG: Franui.ge), ეძებს B2B გაყიდვების სპეციალისტს (დისტანციურ და თავისუფალ სამუშაო გრაფიკზე)
ფრანუი (Franui) არის არტიზანული შოკოლადის ორ ფენაში ამოვლებული ცოცხალი ჟოლო, რომელიც შექმნილია პატაგონიაში (არგენტინა) და არის უგლუტენო (More Info #BiteMe linktr.ee/franui.ge).
ჩვენ გთავაზობთ:
- თავისუფალ სამუშაო გრაფიკს: დაგეგმე კვირა ისე, რომ მიაღწიო მაქსიმალურ შედეგს, შეზღუდვების გარეშე.
- დისტანციურ სამუშაო გარემოს: იმუშავეთ ნებისმიერი ადგილიდან, რომელიც შთაგაგონებთ.
- ზრდის პოტენციალს: იყავით დიდი ამბიციების მქონე პატარა გუნდის ნაწილი.
- ფიქსირებულ + საბონუსე ანაზღაურების სისტემას
ჩვენ ვეძებთ ადამიანს:
- ვისაც აქვს გამოცდილება B2B გაყიდვებში, განსაკუთრებით კვების და სასმელების ინდუსტრიაში.
- ვინც ესწრაფვის კომპანიებთან ახალი გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებას და ამით კომპანიისთვის საუკეთესო შედეგს აღწევს
- არის დამოუკიდებელი და შეუძლია თვითონ განსაზღვროს გაყიდვების სტრატეგია და პრიორიტეტები
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება
- პოტენციურ მომხმარებლების მოზიდვა და ურთიერთობა
- არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან საქმის წარმოება
- გაყიდვების სტრატეგიების შემუშავება და მიზნების შესრულება
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
თუ გიყვარს ისეთი ბრენდებთან ურთიერთობა, რომლებიც სრულად აყვარებენ თავს მომხმარებელს, მაშინ შეგვეხმიანე!