ბუღალტერი
თარიღები: 19 სექ - 15 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერი (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: mariam.kiladze@tbilisidryport.com
თბილისი დრაი პორტი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე
ვაკანსიის დასახელება / თანამდებობის დასახელება: ბუღალტერი 
თბილისი დრაი პორტი არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც გაიხსნება 2024 წლის ოქტომბერში. კომპანიის დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისის მშრალი ტვირთების ტერმინალში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადახვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის 
თბილისის მშრალი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში,  რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული.  
თბილისი დრაი პორტის გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანტურ პოზიციებს.  

დეპარტამენტის შესახებ: 
  • ეს პოზიცია ექვემდებარება მთავარ ბუღალტერს.  

გამოცდილება და უნარები: 
  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან მსგავსი მიმართულებით (ბაკალავრი); 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • Microsoft Excel - ის მაღალ დონეზე ცოდნა. 
  • საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება 
  • ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (წერითი, სალაპარაკო) 
  • პრობლემის იდენტიფიცირებისა და მყისიერი რეაგირების უნარი 
  • სტრესული სიტუაციების მართვა 
  • ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარი 
  • გუნდური, კოლეგიალური და კომუნიკაბელური; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და შრომისმოყვარეობა; 

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • მიმდინარე ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება; 
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი; 
  • მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი; 
  • შემოსავლების სამსახურში წარსადგენი დეკლარაციებისთვის ინფორმაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; 
  • ხელფასის უწყისის წარმოება; 
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი; შედარების აქტების გაფორმება; 
  • კომპანიაში არსებული და შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაციის ურთიერთდადარება; 
  • საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა არსებული კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად; 
  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება; 
  • საბანკო გადარიცხვების შესრულება; 
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დეკლარაციების მომზადება და გადასახადების დაანგარიშება: 
  • საპენსიო და სტატისტიკური დეკლარაციების მომზადება 
  • ბუღალტრული რეპორტების მომზადება; 
  • საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა და საგადასახადო აღრიცხვის ზედამხედველობა; 
  • საჭიროების შემთხვევაში ფინანსურ აუდიტთან ურთიერთობა; 
  • ფინანსური ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება 


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე mariam.kiladze@tbilisidryport.com . 
გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.  
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს. 
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო 
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 16 ოქტომბერი 
წარმატებას გისურვებთ!