ავეჯის ამწყობ-მემონტაჟე

თბილისი სრული განაკვეთი Litten Tree
მივლინება: არა ხელფასი: 2700 - 2900
მართვის მოწმობა: B
სამშენებლო, უძრავი ქონება: დურგალი
თუ გაქვს შესაბამისი გამოცდილება და გაქვს უფრო მეტის სწავლის სურვილი, გინდა განვითარდე პროფესიულად და გქონდეს სტაბიულური სამსახური, ავეჯის ქართულ საწარმოში Litten Tree ავეჯის ამწყობ-მემონტაჟეს ვეძებთ.

ჩვენი მოთხოვნები ასეთია: 
  • სასურველია თუ გექნება 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია გქონდეს ავტომობილის მართვის მოწმობა, B კატეგორია. 

შენს მოვალოებებში შევა: 
  • ავეჯის ტრანსპორტირება დამკვეთის მისამართზე;
  • დამზადებული ავეჯის დამკვეთის მისამართზე აწყობა-მონტაჟი;
  • მონტაჟის ნაწილში დამკვეთთან კომუნიკაცია და მისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა;

ჩვენს კომპანიაში სამუშაოდ პროფესიული კრიტერიუმების გარდა პიროვნული თვისებებიც მნიშვნელოვანია, ამიტომ კარგია თუ იქნები:
  • ხშირად იქნები ინიციატორი და სიახლეების მიმართ გახსნილი;
  • გუნდური მუშაობა შენთვის სასიამოვნო იქნება;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა შენი ძლიერი მხარეები იქნება. 
  • გექნება მოლაპარაკებებისა და პრობლემების გადაჭრის უნარები; 

ჩვენს კომპანიაში დაგხვდება: 
  • პროფესიულად განვითარების შესაძლებლობა;
  • მეგობრული გუნდი;
  • სტაბილური ანაზღაურება;
  • პროფესიონალური დამოკიდებულება;
  • საერთაშორისო კატეგორიის მანქანა-დანადგარები და მათთან მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობა.

ხელფასი განისაზღვრება შენი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, საშუალოდ 2700-დან 2900 ლარამდე.  

თუ თვლი, რომ თანამშრომლობა ორივე მხარისთვის სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება გამოგვიგზვანე შენი აპლიკაცია (CV) ელ. ფოსტაზე: info@littentree.ge  ან დაგვიკავშირდით ნომერებზე:   +995 598712323;  +995 592 15 19 19