თერაპევტი

დმანისი სრული განაკვეთი ავერსის კლინიკა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: თერაპია/რეაბილიტაცია
დასახელება: თერაპევტი
თარიღი:16/09/2024-30/09/2024
სამუშაო ადგილი : ქ.დმანისი

შპს  „ავერსის კლინიკა“ აცხადებს   თერაპევტის ვაკანსიას დმანისის ფილიალში.
(დმანისის ფილიალში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ‘’ავერსის კლინიკა’’) 

ძირითადი მოვალეობები : 
  • კვალიფიკაციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კლინიკაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების მიხედვით;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები : 
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სახელწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გულისხმიერება.

დაინტერესებულმა  პირებმა  გამოგზავნეთ  CV  ელექტრონული  ფოსტით მისამართზე: hr_clinic@aversi.ge . ელ. ფოსტის  საგნის  ველში (subject)  მიუთითეთ  ვაკანსიის  დასახელება: თერაპევტი (დმანისის ფილიალში) წინააღმდეგ შემთხვევაში  თქვენი  მონაცემები  არ  განიხილება. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30/09/2024.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.  
გისურვებთ წარმატებას!