სამშენებლო უბნის უფროსი
VIP ემ ემ
თარიღები: 16 სექ - 15 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 4000 - 5000
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება:  მშენებლობა(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: beraluk151202@gmail.com
შპს,,ემ ემ’’-ი აცხადებს ვაკანსიას   სამშენებლო უბნის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი,

ძირითადი მოვალეობები:
  • პროექტის ზედამხედველობა;
  • მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
  • პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვა და მართვა; 
  • პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა; 
  • პროექტის ფინანასური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
  • სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი; 
  • მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
  • გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
  • დამკვეთის და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
  • ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
  • საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • პროექტის რისკების კონტროლი;
  • ყოველკვირეული რეპორტის წარმოება;
  • რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და დაქვემდებარებული პერსონალის მართვა (საჭიროების შემთხვევაში, პროექტისთვის საჭირო კადრის მოძიება); 
  • პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და მათი მოტივირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
  • პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Projec, Archicad, Autocad);
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა. 

უნარ-ჩვევები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კრეატიულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი -  სრული;
ანაზღაურება: 4000-5000 (ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : beraluk151202@gmail.com  სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს  „ემ ემ’’ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს  „ემ ემ’’ ს ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!