შიდა და გარე სარემონტო სამუშაოების ზედამხედველი
თარიღები: 16 სექ - 15 ოქტ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება:  მშენებლობა(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@eltbg.com
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,ელთ ბილდინგი“ ეძებს გუნდის წევრს ,,შიდა და გარე სარემონტო სამუშაოების ზედამხედველის“  პოზიციაზე.
კომპანია ,,ელთ ბილდინგი" 2017 წელს შემოვიდა ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ასპარეზზე და მალევე მოიპოვა აღიარება და ნდობა. კომპანია ფლობს ყველაზე სწრაფად მზარდი ბიზნესის სტატუსა და ჯილდოს.
უძრავი ქონების ჩვენთან შეძენისას მომხმარებლები იღებენ კომფორტული ცხოვრების, დასვენებისა და მომგებიანი ინვესტიციისათვის ყველანაირი პირობას. 
ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვასა და განვითარებაში საქართველოში. ისეთი პროექტები, როგორიც არის "ELT Quarter" ბათუმში და "Spanish Quarter" თბილისში, ნამდვილად გვაძლევს ამის თქმის საფუძველს, რადგან ეს არის ახალი სიტყვა, კონცეფცია და მოდელი სამშენებლო დეველოპერული ბაზრის სეგმენტში.
,,ელთ ბილდინგს" უნიკალურს ხდის არა მხოლოდ მაღალი დონის სამშენებლო გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, სასტუმროს სტილის სერვისებისა და დიზიანის არსებობა კომპლექსებსა და აპარტამენტებში, არამედ მუდმივი ფოკუსირება მომხმარებლებზე და მათ კმაყოფილებაზე.

სამუშაო გრაფიკი:  სრული 
ლოკაცია:  ბათუმი
ანაზღაურება: 1500 ლარიდან 

ჩვენი შემოთავაზებაა:
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა;
  • წახალისების სისტემა;
  • მართვის საერთაშორისო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამშენებლო ობიექტზე ხარიხის კონტროლი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;
  • სამუშაო ჯგუფებისთვის ტექნიკური დავალებების მომზადება და მათი დელეგირება;
  • საპროექტო - სარემონტო დოკუმენტაციის, გეგმარება-დიზაინის განხილვაში მონაწილეობა;
  • სარემონტო-მოსაპირკეთებელი სამუშაოების პროცესის კონტროლი და მართვა;
  • სარემონტო - მოსაპირკეთებელი სამუშაოებისას კონტრაქტორი კომპანიების   სამუშაოების ზედამხედველობა;
  • ყოველკვირეული ანგარიშწარმოება-რეპორტინგი;
 
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • უმაღლესი განათლება ინჟინერიის ან მშენებლობის მიმართულებით;
  • სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა;
  • ნახაზებისა და სამშენებლო დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
  • დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com  და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ,,შიდა და გარე სარემონტო სამუშაოების ზედამხედველი“, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია! შემოგვიერთდით!
წარმატებებს გისურვებთ!