მენეჯერი
თარიღები: 16 სექ - 12 ოქტ
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ადმინისტრაცია:  ადმინისტრატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr.mwlab@gmail.com
მედიქალ ვორლდი“ 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია „მედიქალ ვორლდი“ ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“სახელითაა ცნობილი 
“Medical World Spa&Wellnes”კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან „მედიქალ ვორლდის“ ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.
„მედიქალ ვორლდის“ გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია “ აცხადებს  ვაკანსიას  ქუთაისის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე:

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00 -17:00 სთ); შაბათი (09-15:00 სთ);
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით

სამუშაოს აღწერა:
  • ფილიალის სამუშაო პროცესის მართვა და კონტროლი;
  • სამუშაო პროცესის სისტემატიზაცია;
  • ყოველდღიურ საქმიანობაში გამოვლენილი შეუსაბამობების მართვა;
  • არსებული მარაგების მართვა და მონიტორინგი;
  • ლაბორატორიის პროდუქტების პოპულარიზაცია;
  • კლინიკებთან მოლაპარაკების  წარმოება და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირება;
  • არსებულ და ახალ  კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებელებებთან  ხელშეკრულებების გაფორმება პირობების განახლება.
  • კონკურენტი ლაბორატორიის ფასების მონიტორინგი და  პროდუქტების ანალიზი;
  • სამედიცინო დაწესებულებებთან და სამედიცინო პერსონალთან შეხვედრების ორგანიზება      
  • სამომავლო პარტნიორობისთვის;
  • ყოველკვირეული ანგარიშების წარმოება და ანალიზი კომპანიის ადმინისტრაციასთან;
  • მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
  • ხელმძღვანელთან აქტიური კომუნიკაცია და რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 1 წლიანი, სამუშაო გამოცდილება;
  • რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდის მართვის უნარი;

ჩვენთან დაგხვდებათ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
  • სატელეფონო, სატრანსპორტო და სამივლინებო ხარჯების დაფარვით უზრუნველყოფა;
  • ეფექტურ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა (თანადაფინანსება);
  • FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;

ბენეფიტები: -50%–იანი ფასდაკლება ანალიზებზე ( ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც )


შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. გასაუბრება;

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ–გვერდზე: mlab.ge
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით,  ელ.ფოსტაზე  hr.mwlab@gmail.com  . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!