მოლარე-კონსულტანტი

თელავი სრული განაკვეთი ნოვა
მივლინება: არა
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „მოლარე-კონსულტანტი“ პოზიციაზე თელავში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ფულის მოძრაობის კონტროლი, ფულის მიღება, გაცემა და პროგრამულად ასახვა;
  • ყალბი ბანკნოტების აღმოჩენა და ხელმძღვანელის ინფორმირება აღნიშნულთან დაკავშირებით;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ყოველდღიური სალარო ოპერაციების და დოკუმენტების წარმოება და დადგენილი წესით შენახვა;
  • ფულის უსაფრთხოდ შენახვა;
  • ყოველდღიურად წარმოებული დოკუმენტაციის და ნავაჭრი ამონაგების (რომელიც რაოდენობრივ თანხვედრაშია პროგრამულ ჩანაწერებთან) ჩაბარება ნაღდი ფულის სახით, მთავარ მოლარესთან;
  • მთავარი მოლარის ინფორმირება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება სალაროს გამართულად მუშაობას და ფულის მოძრაობას; დაიცვას მომსახურების სტანდარტები, უსაფრთხოების ნორმები და კომპანიის შინაგანაწესი;
  • საქონლის მახასიათებლების, ასევე საგარანტიო მომსახურების პირობების საკითხებზე მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • ახალი პროდუქციის მიღებისას მენეჯერის დახმარება და დარბაზში საქონლის ეფექტურად განთავსება;
  • მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობის შემოწმება და უზრუნველყოფა;
  • რეალიზაციის პირველადი დოკუმენტები შედგენა;
  • გაყიდული პროდუქციის გაცემა;
  • საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • ინვეტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული სამუშაოს შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მოლარის პოზიციაზე;
  • Word, Excel-ის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • პასუხსიმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი - სრული;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2024 წლის 13 ოქტომბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hrretail@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ „მოლარე-კონსულტანტი თელავი“.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.